19 მაისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრება გაიმართა.
გასაუბრების დასკვნითი ეტაპი დღეს გაიმართა, მანამდე კი განაცხადების მიღება მიმდინარეობდა. ვინ დაიკავებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ თანამდებობებს ჯერჯერობით უცნობია.
ვაკანსიები შემდეგია:
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, სამსონ პჯოიანის სიტყვებით, კონკურსი ორ ეტაპად ტარდება: პირველი ეტაპი საბუთების მიღებას ეხება. განაცხადი 34-მა მოქალაქემ შეიტანა, მეორე ეტაპი იყო გასაუბრება, სადაც მონაწილეობა მიიღო 29 ადამიანმა, საიდანაც ოთხი აირჩევა.
არჩევნების შედეგები მალე გახდება ცნობილი.