ნინოწმინდის პინგ-პონგის გუნდი გამარჯვებული დაბრუნდა

ნინოწმინდის პინგ-პონგის გუნდი გამარჯვებული დაბრუნდა

21 და 22 მაისს თბილისში მაგიდის ჩოგბურთის, იგივე პინგ-პონგის, იუნიორთა ჩემპიონატი გაიმართა.

ნინოწმინდის გუნდი, რომელშიც 6 მონაწილეა, გაემგზავრნენ თბილისში და გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

ტრენერ აშოტ სოღოიანმა ჩვენთან გასაუბრებისას განაცხადა “ამ ჩემპიონატამდე, ჩვენთან ქალაქში რამდენჯერმე ჩავატარეთ შესარჩევი ტურნირი, რომლებმაც დღეს შედეგი მოგვცეს. ჩოგბურთის იუნიორთა ტურნირმა, რომელიც 11 წლის მოზარდებს შორის ტარდებოდა, ჩვენთვის წარმატებით ჩაიარა. 6 მონაწილიდან 4 ფინალში გადავიდა. გოგონებიდან, კარინე ჰანესიანმა მეორე ადგილი დაიკავა, მარინე ჰანესიანმა – მე-4 ადგილი, ეღიშე ნორსოიანმა – მე-4 ადგილი, კარგად ითამაშეს ასევე ჰოვიკ დუმოიანმა, ვაჰე ხაჩატრიანმა და მერუჟან თამასიანმა. 27 მაისს ისევ ვაპირებთ თბილისში გამგზავრებას, უკვე 13-19 წლამდე მონაწილეებს შორის ორგანიზებულ ტურნირზე.”

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობას იღებდა 12 რეგიონიდან 23 გუნდი, 110-ზე მეტი მონაწილე.

დაწვრილებით ჩვენს აუდიო მასალაში

Radio NOR · Նինոծմինդայի սեղանի թենիսի հավաքականը վերադարձավ հաղթանակով