თხევადი გაზის ფასები ნინოწმინდაში

თხევადი გაზის ფასები ნინოწმინდაში

ბოლო მონაცემებით, საქართველოში იაფდება თხევადი აირი, რომელიც ძირითადად საავტომობილო საწვავად გამოიყენება.

„ბოლო 3-4 თვეში თხევადი აირი გაიაფდა და ბიზნესი თანდათან უბრუნდება სტაბილურ მდგომარეობას. შარშან გაზი კუბურ მეტრზე 1,95 ლარი ღირდა, ახლა 1,35-ზე მეტი არ არის. იმის გამო, რომ ნავთობპროდუქტები საგრძნობლად გაძვირდა, გაზზე მოთხოვნა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი მომავალშიც გაიზრდება“, – განაცხადა ერთ-ერთმა იმპორტიორმა ნიკა ხოფერიამ

რამდენად შეეხო ფასების ცვლილება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს?

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ნინოწმინდა-ბავრის მთავარ გზაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აღნიშნავენ, რომ ზემოთაღნიშნული საწვავის ფასი, პირიქით, გაიზარდა და ამჟამად 1,70 ლარს შეადგენს. სადგურის ერთ-ერთი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ადრე საწვავი 1,48 ლარი ღირდა, ბოლო თვეებში კი ფასი 15%-ით გაიზარდა.

საწვავის ფასები ნინოწმინდაში ცვლილებებს განიცდის