ნინოწმინდელების აზრი ტექდათვალიერების შესახებ

ნინოწმინდელების აზრი ტექდათვალიერების შესახებ

უკვე რამდენიმე წელია, რაც ქვეყანაში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება (ტექინსპექტირება) ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან ბევრს უკვე მოუწია ახალქალაქში ან სხვა ქალაქებში წასვლა მგზავრობის უფლების მოსაპოვებლად. თუ ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავად ჩაითვლება, მაშინ თქვენ მისი ფარეხში დატოვება ან ჯარიმის გადახდა მოგიწევთ, რადგან ე. წ. “ჭკვიანი” კამერები მათ მალევე დააფიქსირებენ.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ახალი კანონპროექტი შევიდა, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას იმ ავტომობილების მფლობელებისთვის, რომლებიც მართავენ სავალდებულო ტექდათვალიერების გარეშე.

ქალაქის მცხოვრებთა თქმით, ევროპაში გზები კარგია, ამიტომ იქ ამ სტანდარტებს ითხოვენ. ჩვენ კი გზები არ გვაქვს, როგორ ითხოვენ ტექნიკურ ინსპექტირებას ევროპული სტანდარტებით? ჩვენთან სოფლური დასახლებაა, მოსახლეობის უმეტესობას ძველი მანქანები ჰყავს. მოსახლეობა ამ მანქანებს სოფლის მეურნეობაში იყენებს.

Radio NOR · Мнение жителей Ниноцминды об технической инспектировании автомобиля

მჟამად ტექდათვალიერების არ გავლის შემთხვევაში კანონით დადგენილი ჯარიმა 50 ლარია, რომელიც ავტომობილის მფლობელს ტექდათვალიერების გავლის ვადიდან 1 თვის ვადაში დაერიცხება. ჯარიმა ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ჭკვიანი კამერები აღწერენ ასეთ შემთხვევებს. ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის განმეორებითი ჯარიმა კიდევ 50 ლარია.