ქალაქ ნინოწმინდაში ყოველწლიურად იზრდება მაწანწალა ძაღლების რაოდენობა.
მოსახლეობა ჩივის, რომ ძაღლები ჯგუფურად დადიან და ბავშვებსა და ზრდასრულებს ესხმიან თავს. ხალხი მარტო ვერ გადის გარეთ, განსაკუთრებით საღამოს, რადგან საღამოს საათებში ძაღლები უფრო აქტიურობენ. „ძალიან მეშინია ძაღლების, ამიტომ სახლიდან მარტო არ გავდივარ. ნებისმიერ დროს შეუძლიათ თავდასხმა“, – ამბობს ერიკნაზი.
რატომ ჩნდებიან მაწანწალა ძაღლები?
მოსახლეობის თქმით, პატრონები პატარა ლეკვებს აგდებენ, რის გამოც მაწანწალა ძაღლების რიცხვი ისევ და ისევ იზრდება. არ არსებობს ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობისა და მათი სტერილიზაციის რეგიონული პროგრამები.
ძაღლები კი საჭმელს ვერ პოულობენ, რის გამოც ყველასთვის აგრესიული და საშიში ხდებიან, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის.
საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას. ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს შესაბამისი სახსრები ამ საკითხის მოსაგვარებლად.
2018 წლიდან საუბრობენ ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე, შემდეგ ლაშა გეგეჭკორიამ მუნიციპალიტეტს მშენებლობის პროექტი მიაწოდა. საბოლოო ჯამში, გადაწყდა, რომ ცხოველთა თავშესაფარი იქნება მუნიციპალური და მოემსახურება რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტს. თუმცა, ეს საკითხი ჯერჯერობით გადაუჭრელი რჩება.
დეტალურად ჩვენს აუდიო მასალაში