სოფელ სამებაში მთელი დღის განმავლობაში მიწისძვრები იგრძნობოდა.
ყველაზე ძლიერი დილის 07:36 საათზე იყო და 4.8 მაგნიტუდის იყო. სამებასთან ახლოს მდებარე სოფლები განსაკუთრებით დიდი სიმძლავრით გრძნობენ მიწისძვრას, რის გამოც ხალხი შეშინებულია.
მიწისძვრები დღეს:
07:36 საათზე– 4.8 მაგნიტუდა;
09:10 საათზე– 4.7 მაგნიტუდა;
09:18 საათზე– 3.1 მაგნიტუდა;
09:47 საათზე– 3.3 მაგნიტუდა;
10:14 საათზე– 3.2 მაგნიტუდა;
10:24 საათზე– 3.7 მაგნიტუდა;
17:54 საათზე – 3.5 მაგნიტუდა;
22:25 საათზე – 3.4 მაგნიტუდა;
23:03 საათზე – 3.9 მაგნიტუდა.