
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, ააიპ-ების (არაკომერციული იურიდიული პირების) დირექტორებთან და ბუღალტრებთან მერიის საფინანსო სამსახურმა შეხვედრა გამართა.
შეხვედრა 2023 წლის ბიუჯეტის და 2023-2026 წწ. მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტის შედგენას ეხებოდა. შეხვედრაზე მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სამსახურებს გადაეცათ ფინანსური სამინისტროსგან მიღებული საბუთები. მათ კი ეს საბუთები უნდა შეავსონ და მიაწოდონ მერიას 1 ოქტომბრამდე.
2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით. 2023 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაახლოებით 1 000 000 ლარით გაიზრდება.
ასევე “სხვა ხარჯები” განყოფილებაში დაწვრილებით უნდა ჩაიწეროს, თუ რაზე დაიხარჯება ეს თანხა.
დაწვრილებით ნორიკ საჰაკიანისგან გავიგეთ.