ქალაქ ნინოწმინდის ჭოჭაშენის ნაწილში, კერძოდ შაჰუმიანის, მაშტოცის, დუმბაძის, ბაღრამიანის, ისაჰაკიანის, ტოლსტოის, ჯაფარიძის ქუჩებზე სანიაღვრე თხრილების მშენებლობაზე ტენდერი უკვე არაერთხელ ჩაიშალა.
მშენებლობისთვის წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 290 000 ლარია გათვალისწინებული. 2022 წელს ტენდერი უკვე სამჯერ გამოცხადდა. პირველი აპრილში, მეორე მაისში და მესამე ივლისში. აპრილსა და ივლისში მონაწილეობა არავის მიუღია, მაისში კი იყო ერთი მონაწილე, მაგრამ დისკვალიფიცირებული იყო რეგისტრაციის/უფლებრივი მონაცემების გამო.
იგივე სიტუაცია იყო შარშანაც. მაშინ 310 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კვლავ არავის მიუღია მონაწილეობა.
მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში აღნიშნეს, რომ კვლავ გამოაცხადებენ ტენდერს, სანამ არ გამოჩნდება ვინმე, ვინც სამუშაოს შეასრულებს.
სამშენებლო პროექტი
პროექტი by Radio NOR on Scribd