ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა თავისუფლების ქუჩაზე გაზონებისა და ტროტუარების კეთილმოწყობაზე ტენდერის გამარჯვებული გამოავლინა. სამუშაოებს შპს “ოლიმპი2012” განახორციელებს. პროექტისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 270 000 ლარი, თუმცა კომპანია 230 000 ლარად შეასრულებს სამუშაოებს.
პროექტი ითვალისწინებს გაზონების შემოღობვას დეკორატიული ღობით, ავტომობილების სადგომებისა და ნაგვის ურნების დაყენებას, ღოჯაბეკის ხიდიდან თბილისში მიმავალ გზამდე მონაკვეთებზე. დეკორატიული ღობის საერთო სიგრძე 1 347 მეტრია (676 ცალი, თითო 1.1 მეტრი).
სამუშაოების დეტალური პროექტი:
გაზონების და ტროტუარების მოწყობა by Radio NOR on Scribd
კომპანიის მიერ მოწოდებული გრაფიკის თანახმად, სამუშაოები 5 თვე გაგრძელდება. შპს “ოლიმპი 2012” (ს/კ: 448047541) 2012 წლიდან მუშაობს. დირექტორი ლიანა გელაძეა. ნინოწმინდაში კომპანია პირველად მუშაობს. აქამდე ის საქმიანობას ძირითადად აჭარის რეგიონში ახორციელებდა.