23 ივლისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში, კულტურის სახლში, პირველად 30 წლის შემდეგ ფილმების ჩვენება გაიმართა. ფილმების ავტორები ახალქალაქისა და ნინოწმინდის ახალგაზრდები არიან. ეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები პროგრამა GIPA MediaLab-ის ფარგლებში იყო შექმნილი.
დოკუმენტური ფილმების კონკურსში “უხილავი ამბები სამცხე-ჯავახეთიდან” გაიმარჯვა სპირიდონ ბაგირიანმა სოფელ სათხედან, რომელმაც გადაიღო ფილმი “პირველად კინოთეატრში”, სადაც სოფლის ძველი “კინოთეატრის” შესახებ ყვება. და აქვე, ამავე შენობაში აჩვენეს პროექტის მონაწილეების ფილმები. ჩვენებაზე მაყურებელმა ასევე იხილა შემდეგი ფილმები:
სათხეს კულტრურის სახლში 1960-იანი წლებიდან კინოთეატრი ფუნქციონირებდა. ძირითადად ინდურ ფილმებს აჩვენებდნენ, რადგან იმ დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ბევრი ხალხი მოდიაოდა ფილმების საყურებლად, იმდენი, რომ საკმარისი რაოდენობის ბილეთებიც კი არ იყო ხოლმე. ადრე დიდი ეკრანი, საჭირო ტექნიკა და ბევრი ხალხი იყო. ახლა კი განათების, სკამებისა და სცენის გარდა არაფერია დარჩენილი.
თითქმის 30 წლის შემდეგ იმავე ადგილას პირველად აჩვენეს ფილმები, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ იყო გადაღებული და გადაიდგა ნაბიჯი კინოს კულტურის განვითარებისკენ.
კონკურსის გამარჯვებულის სპირიდონ ბაგირიანის ფილმი “პირველად კინოთეატრში”