რა ტენდერებია გამოცხადებული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ივლისის თვეში
გაზაფხულის მოსვლასა და ამინდის პირობების გაუმჯობესებასთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ბევრ ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს. მხოლოდ ივლისში 13 ტენდერია გამოცხადებული.
ტენდერები, რომლების გამარჯვებულებიც ცნობილია:
ქ. ნინოწმინდაში თავისუფლების ქუჩაზე ტროტუარებისა და გაზონების კეთილმოწყობა. გამოყოფილი თანხა – 270 000 ლარი. გამარჯვებული – შპს “ოლიმპი 2012”;
ქ. ნინოწმინდის ქუჩებზე ორმოების ამოვსება. გამოყოფილი თანხა – 100 000 ლარი. გამარჯვებული – შპს “ჯავახავტოგზა”;
სოფ. დილიფის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გამოყოფილი თანხა – 28 700 ლარი. გამარჯვებული – შპს “გაზმშენი XXI”;
სოფ. ჟდანოვაკანი-სამება, ს. ყულალისის შიდა გზების და ქ. ნინოწმინდის (პუშკინის 53) ერთი ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება. გამოყოფილი თანხა – 102 900 ლარი. გამარჯვებული – შპს”ჯეო როუდი”.
ს. სპასოვკის ხიდის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. გამოყოფილი თანხა – 35 000 ლარი. გამარჯვებული – ინდ. მეწარმე ნანი მეკეიძე.
ტენდერები, რომლების შერჩევა/ შეფასება მიმდინარეობს:
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ს. განძის სპორტდარბაზის სამუშაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. გამოყოფილი თანხა – 160 000 ლარი. მონაწილეობს მხოლოდ შპს “ინტერი”.
ს. ეშტიის კულტურის სახლის სარეაბლიტაციო სამუშაოები. გამოყოფილი თანხა – 55 000 ლარი. მონაწილეობს მხოლოდ ინდ. მეწარმე სერგეი ჩოლახიანი.
ტენდერები, რომლების წინადადადებების მიღებაც ჯერ არ დაწყებულა:
სოფ. დიდი გონდრიოსა და დილიფის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები. გამოყოფილი თანხა – 28 700 ლარი. წინადადებების მიღება დაიწყება 29 ივლისიდან.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო და ქ. ნინოწმინდაში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები. გამოყოფილი თანხა – 26 240 ლარი. წინადადებების მიღება დაიწყება 30 ივლისიდან.
სადრენაჟე არხების მოწყობა ჭოჭაშენის ნაწილში. გამოყოფილი თანხა – 290 000 ლარი. წინადადებების მიღება დაიწყება 7 აგვისტოდან.
სოფ. მამზარასა და დიდ გონდრიოში მინი სტადიონების მშენებლობა. გამოყოფილი თანხა – 60 000 ლარი. წინადადებების მიღება დაიწყება 2 აგვისტოდან.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. განძის სპორტდარბაზისთვის საჭიდაო ხალიჩებისა და სხვა სპორტული ინვენტარის შეძენა. გამოყოფილი თანხა – 30 000 ლარი. წინადადებების მიღება დაიწყება 1 აგვისტოდან.