ნორაშენის ტერიტორიაზე ნაგვის საკითხი გადაუჭრელი რჩება

ნორაშენის ტერიტორიაზე ნაგვის საკითხი გადაუჭრელი რჩება

უკვე რამდენიმე თვეა, ქალაქ ნინოწმინდის ნორაშენის ნაწილში ნაგავსაყრელია მოწყობილი.

ჩვენ რამდენიმე ჯერ მივმართეთ მერიას და საქალაქო სამსახურს, სადაც ამბობენ, რომ ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. მაშინ რადიო NOR-მა მიიღო შეტყობინება ნორაშენის რაიონში ნაგვის ნაგავსაყრელის შესახებ, სადაც, დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ამ ადგილიდან ფოტოები და დეტალები მუნიციპალიტეტს გადასცეს ტერიტორიის გასასუფთავებლად შესაბამისი ღონისძიებების ჩასატარებლად.

მოცემული ტერიტორია მერიამ გადასცა სამშენებლო კომპანია „ჯავახავტოგზას“, რათა ქალაქის ქუჩების მოასფალტების დროს დარჩენილი ზედმეტი ქვიშა აქ გადმოეტანათ. “აქ, ქალაქის სხვა ქუჩების მოასფალტების შემდეგ, გზის კეთილმოწყობა იგეგმებოდა, რის გამოც ტერიტორია გადაეცა კომპანიას და ქვიშა დაიყარა”.

ქვიშა არის დაყრილი დიდი რაოდენობით, თუმცა მას თან ახლავს სხვა სახის ნარჩენები, რომლებიც, როგორც გამოვლინდა მოსახლეობის მიერ უნებართვოდ არის დაყრილი.

დღეს ჩვენ ვაკვირდებით შემდეგ სურათს: საყოფაცხოვრებო ნაგვის ნაწილისგან ტერიორია დასუფთავებული იყო, დღეს კი ის ნაგავი სხვამ „ჩაანაცვლა“. მოსახლეობა კვლავ ყრის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ტერიტორიაზე და ნაგავსაყრელს აწყობს. გადაყრილი პოლიეთილენის პარკები, გარდა ამ ტერიტორიისა, აბინძურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მინდვრებს და მრგვალი ტბის ტერიტორიის ნაწილს.