ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობას ნინოწმინდის მეხანძრე-მაშველები და რეინჯერები შეუერთდნენ

ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობას ნინოწმინდის მეხანძრე-მაშველები და რეინჯერები შეუერთდნენ

ბორჯომის ტყეში ხანძრის ლიკვიდაციაში რამდენიმე დღეა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მეხანძრე-მაშველები და რეინჯერებიც არიან ჩართული.

ერთ კვირაზე მეტია ბორჯომის მუნიციპალიტეტი ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვის. ხანძარი გასულ კვირას სოფელ ქვაბისხევსა და ზოვრეთს შორის, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაჩნდა.

მთლიანობაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ჩასაქრობად 1200 ათასამდე ადამიანია ჩართული – ესენი არიან მეხანძრეები, მაშველები, სამხედრო მსახურები, შსს-ს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის თანამშრომლები და რეინჯერები.

პროცესში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, ასევე სპეცტექნიკის რამდენიმე ათეული. სამუშაოები 24 საათის განმავლობაში გრძელდება.

ოფიციალური მონაცემებით, ხანძრის ფართობმა 150 ჰექტარს გადააჭარბა.