2020 წლის 15 ოქტომბერს ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარების ფონდმა და საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ ნინოწმინდის No1 სკოლის კაპიტალური რემონტისთვის ტენდერები გამართეს.
ტენდერის სრულმა თანხამ 3 093 938 ლარი შეადგინა. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “ამხანაგობა არფი გრუპმა” და სამუშაოების შესრულება 2 780 000 ლარით შესთავაზა.
სკოლის დათვალიერებისას ფანჯრების ქვეშ კედლებზე ბზარები ფიქსირდებოდა, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან, ზოგან კი, განსაკუთრებით სკოლის ახლად აშენებულ ნაწილში, ცვივა ბათქაში.
სკოლის მუშაობასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დაკვირვებისას შევამჩნიეთ, რომ 2022 წლის 29 აგვისტოდან, სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
1-ლი სკოლის დირექტორმა დიანა თუმასიანმა რადიო ნორთან საუბარში განაცხადა, რომ სკოლის კაპიტალური რემონტის შემდეგ ყველაფერი გარანტირებულია. მისივე თქმით, კედლების ჩამონგრევის გამო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კვლავ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.