ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეს მოსახლეობის ნაწილი წყლის გარეშე დარჩა.
როგორც მოსახლეობა ამბობს, უკვე რამდენიმე თვეა მათ წყალი არ აქვთ და წყალი მანქანებით მოაქვთ, ან წყაროებიდან და მეზობლებისგან მოაქვთ.
სათხის მკვიდრ, ვიქტორ ამირხანიანის თქმით, წყლის გარეშე ძალიან რთულია, პრობლემის ნაწილობრივ გადასაჭრელად კი მანქანით მოაქვთ წყალი. წყალი არ არის იმ დასახლებაში, რომელიც შედარებით მაღლა მდებარეობს.
მოსახლეობა ამბობს, რომ ასე უკვე შეუძლებელია! ეს სერიოზული პრობლემაა, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს.
როგორც ერთ-ერთმა მკვიდრმა თქვა, სასმელი წყლის დეფიციტს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებამდე მივყავართ. ზაფხულში ზოგი მაცხოვრებელი ბოსტნებს რწყავს, ზოგს კი საერთოდ არ აქვს წყალი. მოსახლეობა ითხოვს წყალმომარაგების მოწესრიგებას და დღეში მინიმუმ ორი საათის დათმობას, რათა წყლის აღება შეძლონ.
72 წლის წაღიკ მკოიანი ჩივის, რომ სახლში 5 არასრულწლოვანი ბავშვი ჰყავთ, წყალი კი რამდენიმე თვეა არ აქვთ. ამ ასაკში ბებიას დღეში რამდენიმე ჯერ მოაქვს წყალი, რათა ბავშვები აბანაოს.
იმის გასარკვევად, თუ როდის მოგვარდება სოფელ სათხეში წყლის პრობლემა, ჩვენ დავუკავშირდით სათხის სოფლის თემის საკრებულოს დეპუტატ გევორქ ისოიანს, რომელმაც გვიპასუხა, რომ მუნიციპალიტეტი ამ საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.
მუშავდება პროექტი, რომლის მიხედვითაც შესრულდება შესაბამისი სამუშაოები. როდის და რა პროექტი იქნება, ჯერჯერობით უცნობია. საღამოს ტბიდან შესაძლებელია წყალმომარაგების ახალი ხაზის გაყვანაც, რომელსაც სოფლის სასმელი წყლის ხაზი მიუერთდება.