სათხეში წყლის უკმარისობის გამო მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა

სათხეში წყლის უკმარისობის გამო მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა

დღეს, 1 სექტემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხeს მცხოვრებლებმა რადიო NOR-ის სტუდიას თავიანთი პრობლემის გასაშუქებლად მიმართეს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში მოსახლეობის დაახლოებით 60% რამდენიმე თვეა წყლის გარეშეა დარჩენილი.

მოსახლეობის თქმით, ისინი იძულებულნი არიან, დაახლოებით 600 მეტრის მანძილზე გაიარონ და წყალი მოიტანონ.

„ზაფხულში ხალხი ბოსტანს რწყავს, ბევრს კი წყალი საერთოდ არ აქვს. 21-ე საუკუნეში წყლის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია. სასმელი წყლის ნაკლებობა იწვევს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებს. ბავშვები პატარები არიან და დაბანა სჭირდებათ. ახლა ძალიან ცხელა, ღმერთმა ნუ ქნას, ხანძარი რომ იყოს. წყალი არ არის ჩასაქრობადაც კი. წყალი დღეში ორი საათითაც, რომ წამოვიდეს, საკმარისი იქნება.ზოგიერთი მცხოვრები ზაფხულში რწყავს ბოსტნეულს, ზამთარში კი ონკანებს ხსნის, რომ წყალი არ გაიყინოს, ამიტომ ამ ორ სეზონზე წყალი ჩვენთან არ მოდის“.

წყალი არ შედის იმ სახლებში, რომლებიც მაღლა მდებარეობს. იმისთვის, რომ როგორმე მოგვარდეს სახლში უწყლობის პრობლემა, მოსახლეობას მანქანით მოაქვს წყალი. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას წყლის მიწოდების პრობლემის გადაჭრას სთხოვენ. თუ ასე დატოვებენ და არ გადაწყვეტენ, მოსახლეობა ხელმოწერებს შეაგროვებს და სხვა ორგანოებს მიმართავს.

სოფლის მკვიდრის, ქრისტინას თქმით, წყალი მანქანით მოაქვს, მაგრამ ამას ბენზინი სჭირდება, რომელიც ძალიან ძვირია“. 20 ლარად ორჯერ მივდივარ წყალზე. პურზეც კი ვზოგავთ ფულს საწვავისთვის“.

როგორც მოსახლეობა ამბობს, ადგილობრივი ხელისუფლება მათ მხოლოდ არჩევნების დროს იხსენებს. „მხოლოდ არჩევნების დროს მოდიან სოფელში შეხვედრებზე და ამბობენ, რომ პრობლემებს მოაგვარებენ. დღეს პრობლემა გვაქვს, მაგრამ არავინ დაინტერესებულა“, – ამბობს მოსახლეობა.

ამ პრობლემის შესახებ იცის მერის წარმომადგენელმა გაბრიელ ღაზარიანმა და ამბობს, რომ ეს პრობლემა 10 წელზე მეტია არსებობს და ყოველწლიურად ზაფხულში აუზში წყლის დონე იკლებს, ამიტომ სასმელი წყლის დეფიციტია. გაბრიელ ღაზარიანის თქმით, საქმე უკვე მიმდინარეობს. წელს ექსპერტები უკვე მოვიდნენ და წყლის ხარისხი შეამოწმეს. ერთად გადაწყვიტეს ისიც, თუ როგორ და საიდან არის საჭირო წყლის გატარება სოფელ საღამოდან, რათა წყალი სოფელ სათხეს აუზში ჩავიდეს. რჩება მხოლოდ პროექტის შედგენა და მომავალ წელს წყლის გატარება.