ნინოწმინდის ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება

ნინოწმინდის ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება

ნინოწმინდის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა თავისუფლების ქუჩის კეთილმოსაწყობად 270 000 ლარის ოდენობის ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში გაიმარჯვა სამშენებლო კომპანია შპს “ოლიმპმა”. სამშენებლო სამუშაოები მოიცავს თავისუფლების ქუჩის ტროტუარების მოპირკეთებას, შემოღობვას და პარკინგის ადგილის მშენებლობას.

კომპანიის დირექტორის მოადგილემ, არჩილ ძირგვაძემ რადიო NOR-თან საუბარში გვაცნობა: “სამუშაოები აგვისტოს ბოლოდან დავიწყეთ. თავიდან სამშენებლო მასალა გავამზადეთ, ახლა კი უკვე სამონტაჟო სამუშაოები ტარდება. სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუმცა შევეცდებით ოქტომბრამდე დავასრულოთ. პროექტის მიხედვით უნდა შემოვღობოთ 1334 მეტრის სიგრძის გზა. ასევე საპარკინგე ადგილი უნდა მოვაწყოთ და შევაკეთოთ 400 მეტრის ტროტუარი. 

მოსახლეობის აზრით, ტროტუარის შემოღობვა ქალაქის გამწვანებას ხელს შეუწყობს. ხალხი და მანქანები გაზონს აღარ დაქელავენ. ადრე მათივე თქმით ქუჩის გასწვრივ ღობე იყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ის დაზიანდა.

რაც შეეხება საპარგინგე ადგილებს, მოსახლეობამ აღნიშნა, რომ ახლა ძალიან ბევრი მანქანაა და საპარგინგედ ადგილი აღარაა. თუ პარკინგი აშენდება, მაშინ ყველა ისარგებლებს და მანქანებს სხვაგან აღარ გააჩერებენ.

Radio NOR · Բարեկարգման աշխատանքներ Նինոծմինդայի կենտրոնական փողոցում

იხილეთ ასევე: