ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ისტორიულ-კულტურული ცენტრია, რომელმაც ბევრი ტრადიცია შემოინახა. ერთ-ერთია რძალსა და დედამთილს შორის ურთიერთობები. ჯავახეთში მიღებულია, რომ ახალდაქორწინებულები ქმრის ოჯახთან ერთად უნდა ცხოვრობდნენ.
არის შემთხვევები, როდესაც ოჯახში კონფლიქტები ჩნდება, იმის გამო, რომ წევრები ერთმანეთს ვერ უგებენ. ხშირად ეს კონფლიქტი რძალსა და დედამთილს შორის ან გამო ხდება.
იმის შესახებ, თუ რატომ ხდება კონფლიქტი ოჯახში და როგორ უნდა გაუმკლავდეთ მათ, ჩვენ დიდი გონდრიოს მკვიდრებს, ელენასა და ჰასმიკს გავესაუბრეთ.
მათ რძლებთან კარგი ურთიერთობები აქვთ. თუმცა ყველა ოჯახში არაა ასე. რა თქმა უნდა, არც ერთი ახალგაზრდა რძალი, რომელიც ახალ ოჯახში შედის, არ აპირებს კონფლიქტს მეუღლის დედასთან. მაგრამ ხშირად ხდება, რომ პრეტენზიები და გაუგებრობები წარმოიქმნება მოულოდნელად და ერთად ცხოვრების პირველივე დღეებში.
კონფლიქტში ორივე მხარე დამნაშავეა. ჯავახეთში ასეთი რამ არსებობს, რომ წყვილს დაქორწინების შემდეგ აუცილებლად უნდა ეყოლოს ბავშვი. თუ მათ რამდენიმე წლის განმავლობაში არ ეყოლებათ შვილები, მაშინ ნათესავებსა და მეზობლებში ჭორაობას იწყებენ და ერევიან ოჯახის საქმეებში, ცდილობენ ამის გაკეთებას ახალდაქორწინებულთა დაშორების მიზნით.
იგივე შესაძლოა მომხდარიყო ელენეს ოჯახშიც. როგორც თვითონ ამბობს, მის შვილს 10 წლის განმავლობაში შვილი არ ჰყოლია, თუმცა მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ გვერდიდან ამბობდნენ, რომ მას ასეთი რძალი არ სჭირდებოდა. მაგრამ მათ ყური არ დაუგდეს ჭორებს და განაგრძეს მშვიდად ცხოვრება. ახლა კი ელენეს უკვე შვილიშვილი ჰყავს.
უფრო დეტალურად ჩვენს აუდიო-სიუჟეტში.
იხილეთ ასევე: