“ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” – პროექტი ნინოწმინდაში დაიწყო

“ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” – პროექტი ნინოწმინდაში დაიწყო

ნინოწმინდის ინოვაციური ცოდნის ჰაბში დაიწყო ტრენინგები RDYE (სოფლის განვითარება ახალგაზრდული მეწარმეობით) პროექტის ფარგლებში. ამ პროექტს საქართველოში Mercy Corps ახორციელებს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC), ლიბერთი ბანკისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.

RDYE (სოფლის განვითარება ახალგაზრდული მეწარმეობით) პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე) სამეწარმეო (ბიზნესის) უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის მხარდაჭერას, ფინანსებზე წვდომის ხელშეწყობასა და ბაზრის კავშირების დამყარებას.

ეს პროექტი 42 თვის განმავლოაბში გაგრძელდება. იგი 18 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ეს მუნიციპალიტეტებია: ნინოწმინდა, ახალქალაქი, ადიგენი, ასპინძა, ბორჯომი, ახალციხე, თეთრიწყარო, წალკა, გარდაბანი, ბოლნისი, მარნეული, რუსთავი, გორი, ქარელი, კასპი, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან პროექტში 70-ზე მეტი ადამიანია ჩართული. ნინოწმინდაში პროექტის კოორდინატორის ირინა კარსლიანის თქმით, ტრენინგები ტარდება 6 ჯგუფად. თითოეული ჯგუფისთვის ორდღიანი ინტენსიური ტრენინგები ჩატარდება, სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ კი გამოცხადდება 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსი.

კონკურსის შედეგად 50 ბიზნესი დაფინანსდება, გამარჯვებულებს კი არა მხოლოდ ფინანსურად დაეხმარებიან, არამედ მოიზიდავენ მენტორებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, გაუწევენ მათ კონსულტაციას და ა.შ. გარდა ამისა, მათთვის? ვინც არ მიიღებს დაფინანსებას მოეწყობა ინდივიდუალური კონსულტაციები, რომლებიც დაეხმარება მათ ბიზნეს იდეების დახვეწაში.

„ტრენინგების შემდეგ ყველა მონაწილე მიიღებს მონაწილეობის შესაბამის სერტიფიკატს“, – ამბობს პროექტის კოორდინატორი ირინა კარსლიანი.