
დღეს ნინოწმნიდა-სათხეს გზაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი (ორი OPEL და Toyota Camry) შეეჯახა.
ავარიის შედეგად, თვითმხილველების სიტყვებით, 4 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი მსუბუქი ტრავმებით ნინოწმინდის კლინიკაში გადაიყვანეს. ავტომობილები კი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ავარიის შედეგად ერთ-ერთი მანქანა გზიდან გადავარდა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.