2019 წლის ნოემბრიდან მთელს მსოფლიოში Covid-19 (კორონავირუსის) პანდემია გაჩნდა. პანდემია ძალიან სწრაფად გავრცელდა მსოფლიოში, იყო ბევრი გარდაცვალების შემთხვევებიც. იყო შემთხვევები, როდესაც უფრო მეტი ინფიცირებული იყო, ვიდრე გამოჯანმრთელებული. 2021 წლამდე კოვიდ-ცენტრებში კოვიდით დაავადებული პაციენტებისთვის ადგილიც კი არ იყო, რის გამოც ადამიანები, რომლებსაც შედარებით მსუბუქი ფორმით ჰქონდათ დაავადება ხშირად სახლის პირობებში მკურნალობდნენ.
2021 წლის 15 მარტიდან საქართველოში საყოველთაო ვაქციანაციის პროცესი დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაცია ნებაყოფლობითი იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრებების, მითების, დეზინფორმაციის გავრცელების გამო ხალხს ეშინოდა აცრა. იგივე სიტუაცია იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც. მოსახლეობის უმეტესობა აქ არ იცრებოდა მანამ, სანამ ეს არ გახდა სავალდებულო. ხალხის ნაწილი სამსახურის შენარჩუნების გამო, ნაწილი საზღვრის გადაკვეთის, ნაწილი კი სწავლის გაგრძელების გამო იცრებოდა. ამჟამად სიტუაცია იმდენად მწვავე არაა, როგორც კორონავირუსის პიკის დროს იყო.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ვაქციანაცია დაიწყო 2021 წლის 9 ივლისიდან. 2021 წელს ნინოწმინდაში 3 591 ადამიანი აიცრა, 2022 წლის სექტემბრამდე კი 1 641 ადამიანი (აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში 2022 წლის მონაცემებით 18 000-მდე ადამიანი ცხოვრობს). აცრილთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 30%-ს შეადგენს.
რა დამოკიდებულება იყო მოსახლეობაში ადრე და შეცვლილია თუ არა ეს დამოკიდებულება დღეის მდგომარეობით, ჩვენ მოსხლეობასთან საუბარში შევეცადეთ გაგვერკვია.
მოსახლეობის ნაწილს ჯერ კიდევ აქვს აცრის შიში, თუმცა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და იგი აუცილებელია.
ჩვენ ამასთან დაკავშირებით ასევე გავესაუბრეთ ნინოწმინდის საავდამყოფოს ექიმ-თერაპევტ და ეპიდემოლოგ კარინე არზუმანიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ დასაწყისში მოსახლეობა პესიმისტურად იყო განწყობილი და არ იცრებოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც დარწმუნდნე, რომ ვაქცინა მათ იცავს, აქტიურად დაიწყეს აცრა.
ცნობისთვის:
ვაქცინა – ბიოლოგიური პრეპარატია, რომელიც უზრუნველყოფს აქტიურ შეძენილ იმუნიტეტს კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. როგორც წესი, ვაქცინა შეიძავს აგენტს, რომელიც დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმს წააგავს და ხშირად, დამზადებულია მიკრობის, მისი ტოქსინების ან მისი ზედაპირის რომელიმე ცილის მოკლული ან შესუსტებული ფორმებისგან. აგენტი ორგანიზმის იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, რათა ეს აგენტი საფრთხედ აღიქვას, გაანადგუროს და შემდეგში, ამოიცნოს და გაანადგუროს ამ აგენტთან დაკავშირებული ნებისმიერი მიკროორგანიზმი, რომელსაც ის შეიძლება მომავალში გადაეყაროს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ჩატარდა ბევრი საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციის შესახებ, სადაც მოსახლეობას უხსნიდნენ ვაქცინის მნიშვნელობას. გარდა ამისა ჩატარებული იყო სხვა აქტივობებიც, მაგალითად გათამაშება, რომელიც ხელს უწყობდა ვაქცინაციის გავრცელებას რეგიონებში.