
დღეს, 26 სექტემბერს დაახლოებით 16:10-ზე ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე, სოფელ ხოსპიოსთან ავარია მოხდა.
ერთმანეთს შეეჯახა “LADA 09” და “Opel” მარკის ავტომანქანები. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.
სხვა დაშავებულების შესახებ რადიო NOR ინფორმაციას არკვევს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.