სოფელ სპასოვკაში მიმავალი გზაზე წელს ასფალტი არ იქნება

სოფელ სპასოვკაში მიმავალი გზაზე წელს ასფალტი არ იქნება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკაში მიმავალი გზა ასფალტირებას საჭიროებს. ამ სოფელში მისასვლელად ორი გზა არსებობს, ერთი სოფელ სათხედან, მეორე კი ნინოწმინდა-გორელოვკის გზიდან. სათხედან სპასოვკაში მიმავალი გზა მოასფალტებულია, თუმცა ზემოთაღნიშნული მეორე გზა სავალალო მდგომარეობაშია.

ამ გზაზე მოსახლეობა სოფელში და ახლოსმდებარე მინდვრებში გადის. როდესაც ავომანქანები ამ გზაზე გადიან მტვერი დგება. გარდა ამისა გზის ნაწილზე დიდი ორმოებია.

წელს გზის ამ მონაკვეთის ასფალტირება არ არის გათვალისწინებული. ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აღნიშნეს, რომ მომავალ წელს შესაძლოა ეს სამუშაოები შეასრულონ. ყველაფერი გამოყოფილ ფინანსებზეა დამოკიდებული.