ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მთავარ გზებთან ტყის სარტყლებში, სარეკრეაციო ზონების სხვადასხვა ადგილას, ფარდული აშენდა.
ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 000 ლარი იყო გამოყოფილი. ტენდერი 131 600 ლარის ოდენობით სამშენებლო კომპანია “ოვალ”-მა მოიგო.
როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. ოთხ ადგილას სამუშაოები სრულად დასრულებულია, დანარჩენი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. ასევე დამონტაჟდება ნაგვის ურნები. ცენტრალურ მაგისტრალზე საგზაო ნიშნების დამონტაჟება იგეგმება, რათა გამვლელებმა ზუსტად დაინახონ სად არის დასასვენებელი ადგილი. ეს იმისთვის კეთდება, რომ მუნიციპალიტეტში გამვლელ ტურისტებს დასვენების საშუალება ჰქონდეთ. ადგილობრივ მოსახლეობას ასევე შეუძლია გამოიყენოს ეს ფარდულები.
„ფარდულებს ვაშენებთ იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებიც ოჯახებთან ერთად დასასვენებლად მოდიან, ან ამ მარშრუტით მოგზაურობენ, ნორმალური პირობები ჰქონდეთ. ეს ყველაფერი კეთდება ტურიზმის განვითარებისთვის“.
პროექტის მიხედვით, ფარდულები აშენებულია გორელოვკის, სპასოვკის, საღამოს, ფოკისა და ნინოწმინდასთან მდებარე ტყეებში.
შეგახსენებთ, რომ სამუშაოები არ არის ჩატარებული მხოლოდ ტყეში, რომელიც ქალაქ ნინოწმინდასთან მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ ახლად აშენებულ ფარდულში, რომელიც სოფელ გორელოვკას ტერიტორიაზე მდებარეობს, მოსახლეობამ უკვე მოასწრო დღესასწაულის მოწყობა, თუმცა ნაგავი იქვე დატოვეს.