ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტი განიხილეს.
15 ნოემბერს მერიამ საკრებულოს განსახილველად უკვე წარუდგინა 2023 წლის ბიუჯეტის წინასწარი ვერსია. მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის განხილვაში.
მოსახლეობას პროექტების წარდგენა 2022 წლის 16 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით შეუძლია. განაცხადის შეტანა შეუძლიათ როგორც საინიციატივო ჯგუფს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს. განაცხადები მიიღება ქართულ და სომხურ ენებზე. მოსახლეობამ წინადადებები საკრებულოს ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს. თუ მათ აქვთ იდეა, მაგრამ არ იციან როგორ გადმოსცენ, შეუძლიათ საკრებულოს ადმინისტრაციას მიმართონ და იქ დაეხმარებიან. მათ ასევე შეუძლიათ თავიანთი წინადადებების გაგზავნა ელექტრონული ფოსტაზე sakrebulo@yahoo.com. საკრებულოს თავმჯდომარის ვაჰან აროიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ჩვენი მომავალია და ამიტომ აუცილებელია, რომ მოსახლეობაც იყოს ჩართული და აქტიური მონაწილეობა მიიღოს განხილვაში და ბიუჯეტირებაში.
2023 წლის ბიუჯეტის ძირითადი განხილვები საკრებულოში 14-25 ნოემბერს გაიმართება. 25 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, საკრებულო მერიას წინასწარ ბიუჯეტს ცვლილებებით გადაუგზავნის.
რადიო NOR-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოკითხვა ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობაში, რათა გაერკვია, იციან თუ არა მოსახლეობამ, რომ 2023 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო და შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. ბევრმა უპასუხა, რომ არ იცოდნენ და არ ინტერესდებოდნენ ამ თემით. ზოგიერთმა უპასუხა, რომ მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან მერიაში მაინც გადაწყვეტილია ყველაფერი.
რამდენად აქტიურები იქნებიან მოსახლეობა და გააკეთებენ თუ არა თავიანთ წინადადებებს 2023 წლის ბიუჯეტში, ამას მივყვებით და დავწერთ შემდეგ მასალებში.