ნოემბერი. თოვლის მოლოდინი… და ახალი ბუჩქები ცენტრალურ პარკში

ნოემბერი. თოვლის მოლოდინი… და ახალი ბუჩქები ცენტრალურ პარკში

ქალაქ ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დაირგო დეკორატიული ბუჩქები და ხეები.

ნოემბერი. ამინდის მკვეთრი ცვლილება. და ახალი მცენარეები ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში. ერთი შეხედვით, გვგონია, რომ ასეთი ამინდი გააფუჭებს ნერგებს. თუმცა, როდესაც ჩვენ დავკავშირდით კომპანია Green Garden-ს, რომელიც ყიდის დეკორაიულ მცენარეებს, გავიგეთ, რომ წელიწადის ეს დრო საუკეთესოა ხეების დასარგავად. „მთავარია, მცენარეები ახალ მიწაზე არ გადავიტანოთ“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ამ დროისთვის პარკი ორ ნაწილად არის „გაყოფილი“ და შემოსაზღვრულია ხელოვნური მწვანე ღობით, დაგებულია ქვაფენილი, შენდება სველი წერტილები, მიმდინარეობს ღობის გადაღებვისა და სხვა სამუშაოები. რატომაა პარკი დაყოფილი?

რადიო NOR-მა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ 2017 წლიდან ცენტრალური პარკის ტერიტორიის ნაწილი (4995 კვ.მ) ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას გადაეცა გამოყენებისთვის. ამ ტერიტორიაზე ქართული მართლმადიდებლური ტაძარი შენდება.

ნინოწმინდაში საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის „განახლებული რეგიონების“ პროექტის მიხედვით, გასული წლიდან მიმდინარეობს მუშაობა აგიოს ქართლოსისა და ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე. „აგიოს ქართლოსის პარკი“ უკვე ამოქმედდა, თუმცა არის სამუშაოები, რომლებიც უნდა დასრულდეს. ცენტრალური პარკის აღდგენა მიმდინარე (2022) წლის მაისიდან დაიწყო.