ადგილობრივმა სტუდენტებმა GIPA-ში სწავლის სტიპენდია მიიღეს

ადგილობრივმა სტუდენტებმა GIPA-ში სწავლის სტიპენდია მიიღეს

27 ნოემბერს, ახალქალაქში, GIPA DocU კინოფესტივალის ფარგლებში, ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ შექმნილი საავტორო მულტიმედიური პროექტების ყოველწლიური ჩვენება გაიმართა.

ფესტივალის დასასრულს დაჯილდოვდნენ ახალგაზრდა დოკუმენტური კინორეჟისორები ნინოწმინდიდან და ახალქალაქიდან. წარმოდგენილი იყო 19 მულტიმედიური პროექტი სამცხე-ჯავახეთიდან (ახალქალაქი და ნინოწმინდა) და ქვემო ქართლიდან (მარნეული და სადახლო).

წელს ჩვენება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. ჟიური პრეზენტაციებს ონლაინ უყურებდა, მონაწილეები კი თავიანთ რეგიონებში იმყოფებოდნენ.

პროექტის 4 მონაწილემ წელს GIPA უნივერსიტეტში მიიღო სტიპენდია შემდგომი განათლების მისაღებად: სპირიდონ ბაგირიანმა ნინოწმინდიდან, ლუსინე ნურჯანიანმა ახალქალაქიდან, სონა ორუჟოვამ მარნეულიდან, ფიდან ალიევამ მარნეულიდან. მონაწილეებზე მთელი სასწავლო წლის განმავლობაში დაკვირვების შემდეგ, ტრენერებმა და ჟიურის წევრებმა გადაწყვიტეს აირჩიონ ზუსტად ზემოაღნიშნული მონაწილეები.

GIPA Media Lab-ის ფარგლებში, 10-მა სტუდენტმა სამცხე-ჯავახეთიდან 6 წლის განმავლობაში უკვე მიიღო GIPA-ს სტიპენდია.

სპირიდონ ბაგირიანმა „კინომექანიკოსების“ პროექტზე ერთი წელი იმუშავა, სადაც ისაუბრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების სათხესა და დიდი არაქალის სოფლის კლუბების, ყოფილი კინოთეატრების მუშებზე, რომლებმაც სსრკ-ს დაშლის შემდეგ სამსახური დაკარგეს. მან ცალ-ცალკე აჩვენა თითოეული პერსონაჟი.

ახალქალაქელმა ლუსინე ნურჯანიანმა თავისი პროექტის საშუალებით ორი ხანდაზმული ქალის ისტორია მოჰყვა, სადაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან სირთულეებს.

საუკეთესო მულტიმედიური პროექტებისთვის, ჟიურის გადაწყვეტილებით, მონაწილეებმა დაიკავეს:

პირველი ადგილი – Seda Gigolyan ხულგუმოდან პროექტით “მარტოხელა მამა”

მეორე ადგილი – სპირიდონ ბაგირიანი პროექტ „კინომექანიკოსებით“.

მესამე ადგილი – გუნელი და გუდრატ კარიმოვები ქვემო ქართლიდან ხალიჩების ქსოვის პროექტით.

7 პროექტი (ნარინე ტონაკანიანი – “მშვიდობის მაძიებლები”, ლუსინე ნურჯანიანი – “მარტო ყოფნა”, Artyom Qosyan და Evgine Karslyan – “სიცოცხლე საფრთხის ქვეშ”, ზოია კარსლიანი – “მე ვხედავ ჩემი თითებით”, თამარ არაქელიანი და გოჰარ განდოიანი – ” სოფელ სულდას“, კოსკუნა მამედოვას და კამილია მუსტაფაევას – „აქტივისტს“) დააჯილდოვეს სპეციალური პრიზებით.