ცენტრალურ ქუჩაზე ორმოები ჩნდება – ვინ არის პასუხისმგებელი

ცენტრალურ ქუჩაზე ორმოები ჩნდება – ვინ არის პასუხისმგებელი

ქალაქ ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩაზე, ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან მიმდებარედ, გზის ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია. საკანალიზაციო ჭასთან ასფალტის ფენა დამსხვრეულია. დანარჩენი ნაწილი კი თანდათან ზიანდება.

ეს არის სომხეთის რესპუბლიკის საზღვრისკენ მიმავალი მთავარი გზა. მაშასადამე, ადგილობრივი მსუბუქი ავტომობილების გარდა, გადიან სატრანზიტო სატვირთო მანქანები. აქვე ახლოს მდებარეობს ნინოწმინდის საბავშვო ბაღი და საავადმყოფო, რის გამოც მოძრაობა აქ საკმაოდ აქტიურია.

როგორც ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა, არმენ ბდოიანმა გვაცნობა, გზის ამ მონაკვეთის შეკეთებაზე პასუხისმგებელია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. რადიო NOR-მა ეს საკითხი საგზაო დეპარტამენტს გადასცა, სადაც გვითხრეს, რომ საკითხს განიხილავენ და უახლოეს პერიოდში გვაცნობებენ, ჩატარდება თუ არა რაიმე სახის სამშაოები გზის ამ მონაკვეთზე.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ნინოწმინდაში, არსებული ორმოების გამო ქალაქში გადაადგილება ავტომობილებს უჭირთ. წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გომოყოფილი იყო 100 000 ლარი შიდასაქალაქო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა ყველა ქუჩის აღსადგენად.