ვითარება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებისკენ მიმავალ გზებზე

ვითარება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებისკენ მიმავალ გზებზე

ორი დღეა, რაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი თოვს. საქართველოს ბევრ რეგიონში ამ დროისთვის მოძრაობა შეზღუდულია. უამინდობამ პრობლემები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გზის მონაკვეთებზეც შექმნა.

ნინოწმინდა-ეშტიას გზა თოვლითა და ლიპყინულით არის დაფარული, რის გამოც აქ მანქანები ზამთრის საბურავებითაც კი დიდი სიფრთხილით მოძრაობენ, საათში 20-30 კმ სიჩქარით.

სოფლების სათხა-დიდი არაგიალი-პატარა არაგიალისკენ მიმავალი გზა თოვლითაა დაფარული, თუმცა ადვილად გასავლელია. სოფელ პატარა არაგიალის მაცხოვრებლის თქმით, გამზადებულია ქვიშა, რომელიც ყინულის შემთხვევაში გზაზე მოსაფენად გამოიყენებენ. დანარჩენი გზებიც არის თოვლით დაფარული, თუმცა ამ მომენტისთვის არ არის გადაკეტილი.

ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, ქალაქში საავტომობილო გზების მონაკვეთებზე ქვიშისა და მარილის მოფანტვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც სოფლის გზებზე მოფანტვა დაიწყება.

მოვუწოდებთ მძღოლებს, გამოიჩინონ სიფხიზლე და იმოძრავონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით.

ეშტია-ნინოწმინდის გზა
ნინოწმინდის ცენტრალური ქუჩა