2019 წლის დეკემბრიდან მსოფლიო შეძრა Covid-19-ის პანდემიამ. როდესაც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში კორონავირუსი, არავის ეგონა, რომ ის მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა. თუმცა, ვირუსი სწრაფად გადაიქცა პანდემიად. კომენდანტის საათი, კარანტინი, ნიღბები, დისტანცია, სხვა შეზღუდვები… ამ ყველაფერმა საზოგადოებაში ქაოსი გამოიწვია.
COVID-19 პანდემიის პირველი დღიდან მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ელოდებოდა ვაქცინის შექმნას. როდესაც სხვადასხვა ცენტრებმა ვაქცინის დასრულება გამოაცხადეს, ინტერნეტ-სივრცეში ბევრი ცრუ ინფორმაცია იყო გაჩნდა. ზოგი საუბრობდა უშვილობაზე, ვიღაც კი საუბრობდა წამლის საშუალებით ადამიანის ორგანიზმში სათვალთვალო ჩიპის ჩანერგვაზე.
23 წლის არტურ მოსოიანმა GCSD-დან (საქართველოს სტრატეგიული განვითარების ცენტრი) მიღებული გრანტით დაიწყო საინფორმაციო კამპანია Covid-19-ის და ვაქცინების შესახებ სომხურ ენაზე, რათა მნიშვნელოვანი და სანდო ინფორმაცია სომხურენოვანი მოსახლეობისთვის საკუთარ ენაზე იყოს ხელმისაწვდომი. „ასეთ დროს ძნელია განასხვავო ცრუ ინფორმაცია სწორისგან. განსაკუთრებით რთულია, როცა ხალხმა არ იცის სახელმწიფო ენა და მას უწევს ინფორმაციის მიღება სხვა ენებზე“, – ამბობს არტური. მისივე თქმით, ეს კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივებისთვის უკეთესად გაეცნონ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და მიიღონ მეტი ინფორმაცია.
ეს კამპანია მოიცავს პოსტერებს, ვიდეოებს, ანიმაციურ ვიდეო-რგოლებს ვაქცინაციის შესახებ. ყველა ეს მასალა შეიქმნა ადგილობრივი მედიისთვის, რათა მათ მეშვეობით გავრცელდეს ინფორმაცია ვაქცინებისა და ქვეყანაში კოვიდ მდგომარეობის შესახებ. „მედიასთან თანამშრომლობით შექმნილი ფოტო და ვიდეო მასალების ნახვა ბევრმა ადამიანმა შეძლო. პროექტის ფარგლებში შევქმენი 10-მდე პოსტერი, ერთი ანიმაციური ვიდეო, ფოტო და ვიდეო სიუჟეტები. ყველა ეს პოსტერი არის როგორც ინფორმაცია ვაქცინების შესახებ, ასევე მაგალითად, სად შეიძლება ჩაიტაროთ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ნინოწმინდასა და ახალქალაქში“, – ამბობს არტური.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტში 18 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. აცრილთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 30%-ია. დღემდე, ადამიანების უმეტესობა არ არის ვაქცინირებული ვაქცინაციის შესახებ გავრცელებული მითების გამო.