ინტერვიუ სასწრაფო დახმარების ექიმ, ტერეზა ჰოვსეფიანთან Covid-19-ის შესახებ

ინტერვიუ სასწრაფო დახმარების ექიმ, ტერეზა ჰოვსეფიანთან Covid-19-ის შესახებ

Covid-19 საუკუნის ეპიდემიად იქცა ბევრი ადამიანისთვის. ამ გადაცემის ფარგლებში გვქონდა ინტერვიუ უბნის და სასწრაფო დახმარების ექიმ ტერეზა ჰოვსეფიანთან, რომელმაც ისაუბრა კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ.

ჩვენს ინტერვიუში ვისაუბრეთ Covid-19 ვირუსზე, მის შედეგებზე, გართულებებზე და სხვადასხვა შტამებზე. გარდა ამისა ექიმმა ისაუბრა სასწრაფო დახმარების სამუშაოს შესახებ კოვიდის პიკის პერიოდში. მან გვაცნობა თუ რა რესურსები აქვს სასწრაფო დახმარებას და როგორ მკურნალობას გვთავაზობს ის.

რა არის კორონავირუსი და როგორ გაჩნდა იგი?

არსებობს ბევრი თეორია კორონავირუსის გაჩენასთან დაკავშირებით, დაწყებული ვუჰანის ლაბორატორიით და დამთავრებული ღამურების მიერ გავრცელებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდი, როგორც პატოლოგია ახლა არ გამოჩენილა. 90-იანებშიც და 2000-იან წლებშიც იყო Sars ინფექცია და შემდეგ ხელოვნური ჩარევის შედეგად გაჩნდა ვირუსი, რომელსაც ახლა კორონავირუსს ვეძახით. გარკვეულ პერიოდში გაჩნდა ამ დაავადების სხვა შტამებიც, როგორიცაა მაგალითად დელტა და ომიკრონი.

რა გართულებებს იწვევს Covid-19 ადამიანის ორგანიზმში?

ძირითადად გართულებები აქვთ იმ პაციენტებს, რომლებიც გარდა კოვიდისა არიან ქრონიკული ავადმყოფები. მაგალითად დიაბეტის, ჭარბი წონის ან გულის დაავადებები. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ასეთ პაციენტებს სუნთქვისა და თირკმლების უკამრისობა. სუნთქვის გართულების დროს ხშირად ხელოვნურ სუნთქვაზე გადაჰყავთ პაციენტი.

როგორ მოქმედებს ვაქცინა ადამიანზე?

ნინოწმინდაში ახლა არის 3 ტიპის ვაქცინა: Pfizer, Sinofarm, Sinovac. ადრე იყო ასტრა ზენეკაც. ვაქცინაცია საჭიროა მინიმუმ 2 ჯერ ყველა ადამიანისთვის, რათა მან იმოქმედოს, თუმცა არის ასევე ბუსტერ (დამატებითი) დოზაც, რომლის გაკეტებაც რეკომენდირებულია ქრონიკული ავადმყოფებისა და სხვა რისკ-ჯგუფებისთვის. დადასტურებულია, რომ ვაქცინა იცავს ადამიანს. სტატისტიკის მიხედვითაც, ვინც არის აცრილი კორონავირუსის წინააღმდეგ, მას დაავადება უფრო ადვილად გადააქვს, ვინც არაა აცრილი, მათში გართულებებს იწვევს.

როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი ვირუსისგან?

ძირითადი პროფილაქტიკა მაინც ვაქცინა რჩება. თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს კვებასაც, ბევრი სითხე უნდა დალიოს ავადმყოფმა, სუფთა ჰაერზე გავიდეს და დაიცვას სოციალური დისტანცია.

სახლის პირობებში თუ შეიძლება მკურნალობა?

არსებობენ უბნის ექიმები, რომლებიც ზარის მიღების შემთხვევაში გადიან ადგილზე და მკურნალობენ პაციენტს. ბევრი ადამიანი ანტიბიოტიკებს ხმარობს, მაგრამ ეს არასწორია, რადგან ეს არ არის ბაქტერიალური ვირუსი. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში სიცხის დამწევი პრეპარატების ხმარებაა რეკომენდირებული.

როგორ მუშაობდა სასწრაფო დახმარება კოვიდის პიკის დროს და ახლა?

სასწრაფო დახმარების პერსონალს კოვიდის პიკის დროს ჰქონდა სპეციალური ტანისამოსი, რომელსაც ვიცვამდით და ისე გავდიოდით პაციენტთან, გვქონდა და ახლაც გვაქვს აპარატი ხელოვნური სუნთქვისთვის, პირბადეები და უამრავი სხვა აღჭურვილობა, რასაც ვიყენებდით. ხშირად პაციენტები ჩვენ გადაგვყავდა კოვიდ-ცენტრებში სხვა ქალაქებში. ყველა ექიმი ერთად მუშაობდა და ებრძოდა ვირუსს.

ახლა რა სიტუაციაა კოვიდთან დაკავშირებით?

ახლა კოვიდით ინფიცირებული პაციენტი თითქმის არ არის, ახლა უფრო გავრცელებულია “ომიკრონის” შტამი, განსაკუთრებით ბავშვებში. ასევე არის სხვა ვირუსები, როგოიცაა მაგალითად გრიპი. ძირითადი სიმპტომებია: გულსირევა, ღებინება, დიარეა, ხველა. ამ ყველაფერმა ფილტვების ანთებაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

Radio NOR · ინტერვიუ სასწრაფო დახმარების ექიმ, ტერეზა ჰოვსეფიანთან