თავისუფლების ქუჩაზე ავარიული საკანალიზაციო ჭა შეაკეთეს

თავისუფლების ქუჩაზე ავარიული საკანალიზაციო ჭა შეაკეთეს

საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ნინოწმინდის ფილიალმა თავისუფლების ქუჩაზე ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან ავარიული საკანალიზაციო ჭა შეაკეთა.

ადრე რადიო NOR-მა გზის ამ მონაკვეთის შესახებ გაცნობათ. კანალიზაციის ჭასთან ასფალტის ფენა ჩანგრეული იყო. ეს გზა არის სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან მიმავალი მთავარი გზა, ამიტომ მოძრაობა აქ საკმაოდ აქტიურია.

ეს ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მივაწოდეთ, რადგან მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა მაშინ განაცხადა, რომ სწორედ ისინი იყვნენ დაკავებულნი ამ მონაკვეთზე გზის შეკეთებით. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდნენ შესაბამის ორგანოებს. ახლა კი, ორი კვირის შემდეგ, გაერთიანებული წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლებმა შეცვალეს ჭა.

იმის შესახებ, თუ რაში იყო პრობლემა და როგორ მოგვარდა, სამსახურის უფროსს არზუნ გოროიანს ვესაუბრეთ. დეტალები ჩვენს აუდიო მასალაში.

Radio NOR · Арзун Гороян о проблеме с канализационным люком на улице Тависуплеба