ცენტრალური პარკის კეთლმოწყობა 2023 წელს დასრულდება

ცენტრალური პარკის კეთლმოწყობა 2023 წელს დასრულდება

ქალაქ ნინოწმინდის ცენტრალური პარკის სარეაბლიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამჟამად პარკში ფანჩატურებს აშენებენ. უკვე მზადდება ორი ფანჩატური, რომელიც პარკში დაიდგმება.

რა სამუშაოებია განხორციელებული პარკში აქამდე და რა იგეგმება?

არის:

  • ხელოვნური ბალახის დეკორატიული ღობე პარკის ტერიტორიის გასწვრივ;
  • არსებული რკინის ღობე შეღებილია და ნაწილობრივ შეკეთებულია;
  • დაგებულია გაზონი;
  • დარგულია ბუჩქები და ხეები, თუმცა გადაიტანენ თუ არა ნინოწმინდის ცივ ზამთარს ეს ბუჩქები, მომავალი წლის ზაფხულამდე უცნობი დარჩება. აღსანიშნავია, რომ დეკორატიული მცენარეების სათბურების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსებული ბუჩქები და ხეები ყინვაგამძლეები არიან.

ახლა მიმდინარეობს:

  • ქვაფენილი, რომლის ნაწილიც ჯერ არ არის დაგებული ამინდის პირობების გამო;
  • ფანჩატურების მშენებლობა;
  • სველი წერტილების მშენებლობა.

იგეგმება:

  • საბავშვო მოედნის მოწყობა (საჭირო ატრაქციონები მზადაა, თუმცა ამინდის პირობების გამო ამჟამად მათი დამონტაჟება შეუძლებელია);
  • კაფეს მშენებლობა (ამისათვის პარკში არის გამოყოფილი სპეციალური ადგილი);
  • განათება;
  • სკამები;
  • ნაგვის ურნები;
  • ტრენაჟორები.
პარკის მეორე შესასვლელი

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2021 წლის 10 მაისს იყო გამოცხადებული ტენდერი, სადაც მონაწილეობა მიიღო შპს „საბა კონსტრაქშენმა“ და მანვე მოიგო ეს ტენდერი. ოთხი მუნიციპალიტეტისთვის (ნინოწმინდა, თეთრიწყარო, წალკა, რუსთავი) გამოყოფილია 20 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მუნიციპალტეტში სხვადასხვა სამუშაოები ხორციელდება. ნინოწმინდაში ეს სამუშაოებია: ჰაიოს-ქარლოსის პარკის, ცენტრალური პარკისა და კულტურის ცენტრის ეზოს კეთილმოწყობა.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ამ პარკის ყოფილ ტერიტორიაზე, რომელიც 2017 წლიდან არსებობის ვადით სარგებლობაში გადაეცა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას, შენდება ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. როდის დასრულდება ტაძრის მშენებლობა, ჯერ უცნობია, რადგან დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსებთან, რომელიც გროვდება შემოწირულობებით.