რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდაზე საუბრები დაიწყო. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კონტროლის ეროვნული კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, ბუნებრივი აირის ტარიფები უცვლელი რჩება.
ამის შესახებ რადიო NOR-ი გაზის კომპანია SJGC-ს დირექტორს ვრეჟ ბერიკიანს ესაუბრა.
კომპანიის დირექტორის სიტყვებით, ფიზიკური პირებისთვის, ამ კომპანიის აბონენტებისთვის ტარიფი კიდევ 3 წელი უცვლელი დარჩება, ანუ 0.48198 თეთრი.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, “აქ ტარიფი შესაძლოა შეიცვალოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფასში ვიყიდით ჩვენ თვითონ. ამ მომენტისთვის იურიდიული პირებისთვის 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ღირს 0.5 ამერიკული დოლარი ლარის ეკვივალენტში. ცვლილებების შემთხვევაში აბონენტებს წინასწარ შევატყობინებთ და ახალ ხელშეკრულებას დავდებთ.” – ამბობს ბერიკიანი.
ნინოწმინდაში გაზის კომპანია SJGC-ს ჰყავს 6 001 ფიზიკური და 190 იურიდიული აბონენტი.
აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არის 8 სოფელი, რომელიც არ არის გაზიფიცირებული.
იმის შესახებ, თუ რა გეგმები აქვს ამასთან დაკავშირებით კომპანიას 2023 წლისთვის, ვრეჟ ბერიკიანმა ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა