ნინოწმინდაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა

ნინოწმინდაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა

ფოტო არქივიდან

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა. ჩემპიონატი 26 ოქტომბერს დაიწყო და სპორტის 6 სახეობას მოიცავდა: მინი-ფეხბურთს, სირბილს, ხელბურთს, პინგ-პონგს, კალათბურთსა და მხიარულ სტარტებს. სპორტული შეჯიბრის ნებისმიერ სახეობაში მონაწილეობას იღებდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები, როგორც ბიჭები, ასევე გოგონები.

მინი ფეხხბურთის ვაჯების კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლა, გოგოების კატეგორიაში კი სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლამ. ხელბურთის შეჯიბრში გოგონების კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლა, ხოლო ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლა ბიჭების კატეგორიაში ცნეს გამარჯვებულად. კალათბურთში გოგონების გუნდში ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლა გამარჯვებული, ვაჟების კატეგორიაში კი სოფ. ოროჯალარის საჯარო სკოლა. რაც შეეხება პინგ-პონგს, აქ ვაჟების კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა ჟდანოვის სკოლამ, ხოლო გოგონების კატეგორიაში ოროჯალარმა.

გარდა ზემოთაღნიშნულისა მუნიციპალიტეტიდან 10-მა გუნდმა ე.წ. “მხიარულ სტარტებში” მიიღო მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა სოფელ ეშტიის #2 საჯარო სკოლამ. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულები მომავალ 2023 წელს რეგიონულ ოლიმპიადაზე გამოსცდიან საკუთარ ძალებს. დაწვრილებით ამის შესახებ ნინოწმინდის მერიის სპორტისა და ახალგაზრდული საქმიანობის განყოფილების უფროსმა გრიგორ თოპუზიანმა ისაუბრა.

Radio NOR · Նինոծմինդայում դպրոցական սպորտային օլիմպիադան ավարտվեց. Ո՞ր թիմերը անցան հաջորդ փուլ