ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლამ ქალაქ ქუთაისში იუნესკოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტი “დასაქმების შესაძლებლობების განვითარება და კვალიფიკაციის ამარლება საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ დარგობრივი ტერმინოლოგიის სწავლების გზით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის”.
სასწავლო პროცესში ნინოწმინდიდან, ახალქალაქიდან, გარდაბანიდან, დმანისიდან და თბილისიდან 19 ქალი იყო ჩართული. ბენეფიციარები იყვნენ სტუდენტები, აბიტურიენტები, უმუშევრები და დასაქმებულები. კურსის ფარგლებში ისინი გაეცნენ ქართულ ტერმინოლოგიას საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, რომელიც სპეციალურად მათთვის იყო შემუშავებული, და ასევე, განავითარეს სხვა უნარები, გაიარეს ტრენინგები და გაეცნენ დასაქმების შესაძლებლობებს.
პროექტის მონაწილეები ესტუმრნენ კოლეჯ “იბერიას”, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გელათის მონასტერს. მონაწილეებმა კურსის ფარგლებში შეისწავლეს სამოტივაციო წერილისა და CV-ს წერის პრინციპები, ვაკანტური სამუშაოს ძებნის გვერდები, კოლეჯები და ა.შ.
პროექტის მიზანია – ქართული ენის შესწავლის მაქსიმალური მხარდაჭერა, ქალების ჩართვა ტექნოლოგიების სფეროში და მათი ინტერესის გაზრდა.
პროგრამის მენეჯერის – მაკა ომიაძეს სიტყვებით პროექტმა კარგ შედეგებს მიაღწია. “პროგრამა პოპულარული გახდება და მომავალში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის ქართული ენის დარგობრივი ტერმინოლოგიის სწავლება ზურაბ ჟვანიას სახელობის სხვა ადმინისტრაციულ სკოლებშიც გაგრძელდება.
პროექტის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
დეტალები ჩვენს აუდიო მასალაში.