დღეს, 20 დეკემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის ახლადაშენებულ პარკში კონცერტი გაიმართა.
მეცენატებმა, გარიკ და ედიკ ზობიაებმა, რომლებიც წარმოშობით ეშტიიდან არიან, მოიწვიეს სომეხი მომღერალი ვარდან ურუმიანი.
ძმებს გარიკ და ედიკ ზობიანებს მშობლიური სოფლისთვის ბევრი რამ გაუკეთებიათ. მათი ინიციატივით სოფელ ეშტიაში დიდი საფეხბურთე მოედანი გარემონტდა, სპორტდარბაზისთვის ინვენტარი შეისყიდა, სპორტული ღონისძიებები გაიმართა, სპორტდარბაზის ხარჯების გაწევა და ა.შ.
რადიო NOR-თან საუბარში გარიკმა თქვა: “მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები ჯავახეთში, ჩემს მშობლიურ სოფელ ეშტიაში. ახლადაშენებულ პარკზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. მინდა მადლიერება გამოვთქვა იმ ადამიანების მიმართ ვინც მხარს უჭერდა და ყველანაირად ხელს უწყობდა პარკის აშენებას.”
დეტალები აუდიორეპორტაჟში