ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითში მცხოვრები ნაზელი ენგიბარიანმა რადიო NOR-ს მიმართა პრობლემის გასაშუქებლად. მისი სიტყვებით წვიმების დროს სახლის ეზო იტბორება, რომლის მიზეზადაც ნაზელი იქვე არსებულ ხიდს ასახელებს.
სოფლის მკვიდრი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სოფელში ასფალტი დააგეს და ხიდი ააშენეს, მისი ეზო ხშირად იტბორება, მიუხედავად სადრენაჟო არხების არსებობისა. მისი აზრით მიზეზი არასწორად აშენებული ხიდია. გარდა ამისა წყალთან ერთად ნაგავიც მოდის, და ხიდის ქვეშ გროვდება, რის გამოც არხი იკეტება. “ამიტომაა, რომ წყალი ჩვენს ეზოში ჩამოდის”. წყალი სახლის სახლის საძირკველს და კედლებსაც აფუჭებს.
ნინოწმინდის მერიამ ამის შესახებ იცის. როგორც ისინი აცხადებენ მთავარი პრობლემა იმაშია, რომ მოსახლეობა ნაგავს წყალსადენ არხში ყრის. ნაგვისთვის სპეციალური ურნები არსებობს, არხი კი წყლისთვისაა გათვალისწინებული. წელს ამ საკითხის მოსაგვარებლად რაიმე სამშაო არ არის გათვალისწინებული, მომავალ წელს კი უცნობია, იქნება თუ არა. ამის შესახებ ჩვენ მომავალში გაცნობებთ.
დეტალები ვიდეოში