ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოქმედი 14-ვე სკოლამდელი დაწესებულება საახალწლო საჩუქრებს მიიღებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ამალია მღდესიანის თქმით, სკოლამდელ განათლებაზე მყოფი ყველა ბავშვისთვის 850 საჩუქარია შეძენილი. ბავშვები საახალწლო საჩუქრებს საბავშვო ბაღებში სადღესასწაულო ღონისძიებაზე მიიღებენ.
წელს ბავშვები განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებენ: ხის მასალით დამზადებულ შემეცნებით სათამაშოებს.
როგორც ამალია მღდესიანმა აღნიშნა, 2023 წელს იგეგმება კიდევ სამი საბავშვო ბაღის გახსნა სოფლებში პატარა ხანჩალში, ყულალისსა და როდიონოვკაში. მუნიციპალიტეტში კი უკვე 17 საბავშვო ბაღი იმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ ავტონომიის მისაღებად საბავშვო ბაღებმა 2030 წლამდე უნდა გაიარონ ავტორიზაცია და ჰქონდეთ საკუთარი ბიუჯეტი და დირექტორი. ასევე 2023 წლიდან იგეგმება მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში საკვების შეტანა.
რაც შეეხება ზამთრის არდადეგებს, ისინი 30 დეკემბრიდან დაიწყება. სასწავლო პროცესი 2023 წლის 16 იანვარს განახლდება. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.