ნინოწმინდის საკრებულომ 23 დეკემბერს 2022 წლის ბოლო სხდომა ჩაატარა, სადაც 7 საკითხი განიხილეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. ჯამში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილი 11 700 000 ლარს შეადგენს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის ცნობად მიღების შესახებ. დოკუმენტში ექვსი ძირითადი პრიორიტეტია აღწერილი. ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებულია 40 500 000 ლარი, სადაც მუნიციპალური გზების მოასფალტება შედის. 2026 წლისთვის მუნიციპალლიტეტის სოფლებისკენ მიმავალი გზებისა და სოფლის ზოგიერთი შიდა გზების მოასფალტება იგეგმება. ასევე ოთხ წელიწადში იგეგმება სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, ღამის განათების მოწყობა და ქალაქ ნინოწმინდის მრავალსართულიანი კორპუსების კეთილმოწყობა.
განათლებაზე აღნიშნულ პერიოდში გამოყოფილია 6 884 000 ლარი. ამ პერიოდში ნინოწმინდაში არსებული ყველა საბავშვო ბაღი სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად უნდა მოეწყოს და კვებით იყოს უზრუნველყოფილი.
გარემოს დასუფთავებაზე გამოყოფილია 2 109 000 ლარი. ამ თანხით იგეგმება ნაგვის ურნების შეძენა, გამწვანება და სამი სანაგვე მანქანის შეძენა. ჯანდაცვასა და სოციალური უზრუნველყოფისთვის3 533 000 ლარია გათვალისწინებული.
სპორტისთვის გამოყოფილია 1 767 000 ლარი, კულტურისთვის – 2 461 000 ლარი, ახალგაზრდულ ღონისძიებებზე – 145 000 ლარი, გენდერულ ღონისძიებებზე – 120 000 ლარი, რელიგიაზე – 335 000 ლარი. აღმასრულებელი და წარმომადგენლობით ხელისუფლებაზე 21 000 000 ლარი. ეს დოკუმენტი იყო განხილული არა დასამტკიცებლად, არამედ შეტყობინებისთვის და ექვემდებარება ცვლილებას.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
კანონი „საჯარო დაწესებულებებში ხელფასების შესახებ“, რომლის მიხედვითაც 1 იანვრიდან თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზრდებათ. დამტკიცებული პროექტის მიხედვით, საჯარო მოხელეთა ხელფასები საქართველოში ყოველწლიურად 2026 წლის 1 იანვრამდე გაიზრდება კერძო სექტორში ხელფასების წლიური ზრდის პროცენტული სხვაობის ნახევარით. 2023 წელს თანამდებობის პირების ხელფასი 10%-ით გაიზარდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამები დამტკიცდა.
ძირითადი ცვლილებები ეხებოდა სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემას, გაიზარდა დახმარების ოდენობა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში და კოლეჯებში და დაკარგეს მარჩენალი. გაიზარდა უსახლკარო მაცხოვრებლების ბინის ქირავნობის თანხა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2023-2027 წლებში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გეგმა დამტკიცდა.
მზადაა განრიგი, რომლის მიხედვითაც საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქის ქუჩები უნდა დაასუფთავონ. ასევე დაიდგმება ნაგვის ურნები სპეციალურად დასამუშავებელი ქაღალდებისთვის. 2024 წლიდან კი, გეგმის მიხედვით, შედის ნარჩენების შემადგენლობის მიხედვით კლასიფიკაცია ქალაქში, შემდეგ კი სოფლებში.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგარეო ვაჭრობის შესახებ დებულება დამტკიცდა.
ახალი პროექტის მიხედვით, ცვლილებები შევიდა კანონში საგარეო ვაჭრობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობა ნებადართულია მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარდა თავისუფლების, დავით აღმაშენებლის, სპანდარიანის, პუშკინის, კარლ მარქსის, ტერიანისა და ჰოვსეფიანის ქუჩებისა, გარდა ბაზრისა და მიმდებარე ტერიტორიისა. ასევე ვაჭრობა აკრძალულია საგანმანათლებლო და სახელმწიფო შენობების ტერიტორიასა და კულტურული ქანდაკებების პერიმეტრის გასწვრივ 20 მეტრში. სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა.