
23 დეკემბერს ნინოწმინდის სპორტულ სკოლაში ფრენბურთის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ფინალში ხოჯაბეკის 1-ლი და ხოჯაბეკის მე-2 გუნდები გავიდნენ.
დაძაბული ბრძოლის შემდეგ 1-ლი ადგილი ხოჯაბეკის 1-მა გუნდმა დაიკავა, მეორე – ხოჯაბეკის მე-2, ხოლო მე-3 – ოროჯალარმა.
მონაწილეები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურმა მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვა, პირველ ადგილზე გასული გუნდი კი თასით დაჯილდოვდა.
ამის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროს ლევონ ვარდანიანს ვესაუბრეთ.