საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ბავშვებს

საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ბავშვებს

გუშინ, 27 დეკემბერს, ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტებმა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს საახალწლო ღონისძიება მოუწყეს.

ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრი არაერთი წელია, რაც ამგვარ ღონისძიებას ატარებს ყოველი წლის ბოლოს სხვადასხვა ჯგუფებისთვის. მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანებს აქტივისტები წლების მანძლიზე წინასაახალწლოდ პროდუქტებს ურიგებდნენ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტსა და ტანსაცმელს, საახალლო საჩუქრებს. წელს აქტივისტებმა გარდა საჩუქრების დარიგებისა ბავშვებს მოუწყეს საახალწლო ღონისძიება.

ღონისძიება დაიწყო ერთმანეთის სახეების მოხატვით. ბავშვები ენთუზიაზმით იყვნენ სავსე. ცენტრის წევრებმა მრავალი სახალისო თამაშებით, ცეკვებითა და სიმღერებით გაართეს ბავშვები. ღონისძიების დასასრულს კი ბავშვებს საჩუქრები დაურიგდათ.

დეტალები იხილეთ ჩვენს აუდიო და ფოტო-რეპორტაჟში.

Radio NOR · საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ბავშვებს