ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ არაქალში დღეს, 28 დეკემბერს რაფაელ აღჯოიანმა, რომელიც წარმოშობით ამავე სოფლიდანაა, საქველმოქმედო აქცია გამართა.
ქველმოქმედის მხრიდან დიდი არაქალის 140-მა ოჯახმა თითო ტომარა ფქვილი მიიღო. იყო შედგენილი ოჯახების სია, რომლებიც მიიღებდნენ ფქვილს.
მოსახლეობამ მადლიერება გამოთქვა ქველმოქმედისადმი, რომელმაც ასეთ რთულ სიტუაციაში მათ დახმარება გაუწია.
“დიდი მხარდაჭერაა ასეთ რთულ დროს, ახალი წლის დღეებში. ეს პირველი წელი არაა, რაც ის ასეთ კეთილ საქმეს ასრულებს. მთელი სოფელი სლავიკისა და მისი ვაჟის რაფაელის მიმართ მადლიერებას გამოხატავს.” – ამბობს ლევონ დალიბალდიანი, სოფლის მაცხოვრებელი.
აღსანიშნავია, რომ მამა-შვილლი წლების მანძილზე რუსეთში ცხოვრობენ და მეწარმეობით არიან დაკავებულნი. მიუხედავად იმისა, რომ რაფაელი სტუდენტია, მაინც ფიქრობს თავის სოფელზა და თანასოფლელებზე. აქციის გასამართად ქველმოქმედმა 12 000 ლარამდე დახარჯა.
წელს ასეთი მასშტაბის აქცია დიდ არაქალშიპირველად ტარდება