ხვალ, 19 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. ამ დღეს, ძალიან ბევრი ნათლობა იმართება და ასევე ტაძრებში მოძღვრები წყალს კურთხავენ, რის შემდეგაც ეკლესიის მრევლსა და ყველა მსურველს ენიჭება უფლება სახლში წაიღოს ეს “განწმედილი” წყალი და მიზნობრივად მოიხმაროს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბაზე ყოველწლიურად 19 იანვარს ყინულს ჯვრის ფორმაზე ჭრიან და სადღესასწაულო წირვის შემდეგ ჩადიან წყალში განბანვის რიტუალზე.
იმის შესახებ თუ როგორ აღნიშნავს მართლმადიდებელი ხალხი ამ დღესასწაულს ჩვენს აუდიო ჩანაწერში მოუსმინეთ.
სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს.