მეცხოველე ფერმერები ენობრივი მხარდაჭერის გარეშე, მხარდაჭერილი პროგრამების მიღმა

მეცხოველე ფერმერები ენობრივი მხარდაჭერის გარეშე, მხარდაჭერილი პროგრამების მიღმა

ნინოწმინდის მუნიციპლიტეტის მოსახლეობისთვის მეცხოველეობა ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. თუმცა სახელმწიფო ენის ფლობის პრობლემის გამო, ადგილობრივი ფერმერები მეცხოველეობის მხარდაჭერის პროგრამებით ვერ სარგებლობენ.

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტორომ 2023 წელი სოფლის მეურნეობის პროგრამებში პრიორიტეტულად მეცხოველეობა გამოაცხადა. ეთნიკური უმცირესობის წარმოამდგენელმა ფერებმა ამის შესახებ ჯერ არ იციან, მათ მეცხოველე ფერმერებისთვის , სახელმწიფოს ენობრივი პოლიტიკის გამო, აქამდე არსებულ პროგრამებზეც არ ჰქონდათ წვდომა.

ნინოწმინდის მაღალმთიანი სოფლები, სადაც მემცენარეობისთვის არ არის საკმარისი შესაძლებლობა, მდიდარია საძოვრებით, რომლებიც ცხვრების მოსაშენებლად შეიძლება გამოიყენოს. ცხვრები მთიან პირობებს მიჩვეულნი არიან.

ცხვრები, მატყლი, რძე და ყველი როგორც ცალკეული პროდუქტები იყიდება, თუმცა დაბალი ფასების გამო სოფლებში ეს საქმე არაა მომგებიანი. წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა მუნიციპალიტეტში იკლებს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილების მონაცემებით წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 2017 წელთან შედარებით ახლა ნაკლებია. 2016 წელს მუნიციპალიტეტში 34 000 სულამდე წვრილფეხა პირუტყვი იყო, 2022 წელს კი 28 522 სული.

სოფელ ფარავანში დიდი ხანია, რაც მეცხოველეობას ეწევიან, თუმცა ამ საქმიანობის მომგებიანობაზე აქაც ჩივიან. 

არტურ მკრტჩიანი მეცხვარეა. მას 300 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავს. ამბობს, რომ ცხვარსა და ცხვრის პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირდა, მაგრამ სხვა გზა არ არის, სოფელში სხვა ვერაფერს გააკეთებ.

„ჩვენ ძირითადად ადგილზე ვყიდით პროდუქციას. მოდიან მყიდველები, ფასს ამბობენ და ისე ვყიდით. თუ მე არ გავყიდი, სხვა გაყიდის, ცემი პროდუქტი კი დარჩება, ამიტომ როგორც არის ისე ვყიდით“,  – ამბობს არტურ მკრტჩიანი და ჩივის, რომ აქედან მიღებული შემოსავალი არ ჰყოფნით.

არტური ყვება, რომ ერთი ცხვრის შესანახად წელიწადში 100 ლარია საჭირო, მისი გაყიდვა კი რთულია. სოფელში ტრადიციული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე ყველა მკვიდრი ჩივის. მატყლი საერთოდ არ იყიდება, მოთხოვნაც არ არის და წვავენ. არ არის ადგილი, სადაც ჩაბარების შესაძლებლობა იქნებოდა. 1 ლიტრი რძე – 3.50 ლარი ღირს, ერთი საშუალო ზომის ბატკანი გასულ წელს 240-260 ლარი ღირდა, თუმცა მოთხოვნა არ იყო მაინც. 1 კგ ყველი 30 ლარი ღირს, რძისა და ყველის ფასები კარგია. ადრე მოთხოვნა იყო და ხალხი კარგად ყიდიდა პროდუქტს, ახლა ასეთი სიტუაცია არაა.

ჩვენ მეცხოველეობის გარდა სხვა არაფერი დაგვრჩენია, არ არის სხვა რამისთვის პირობები. მაღალმთიან რეგიონში ვცხოვრობთ, მაგრამ დღესდღეისობით აქედანაც არ გვაქვს საკმარისი შემოსავალი.

როგორც არტური ამბობს, სახლემწიფო ენის არცოდნის გამო არ იციან, თუ რა პროგრამები არსებობს მეცხოველეობის სფეროში. „ქართულ ტელეარხებს არ ვუყურებთ, რადგან არ გვესმის. ძირითადად ადგილობრივ მედიას ვადევნებთ თვალს.“ როგორც სოფლის მკვიდრი ამბობს, ცუდი სიტუაციაა თივასთან დაკავშირებითაც, რომლის ერთი შეკვრაც 8-10 ლარი ღირს, რაც ძალიან ძვირია. საწვავისა და ავტონაწილების ფასების ზრდამ გამოიწვია თივის ფასის მომატება. „საკუთარი მიწა არ მაქვს, თივას ვყიდულობ. კარგი იქნებოდა თუ სახელმწიფო მიწის საკითხში დაგვეხმარებოდა.

წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი მწყემსების ნაკლებობაც არის. ადგილობრივ მოსახლეობას არ უნდა ამ სამუშაოზე გასვლა, ფერმერები იძულებულნი არიან მწყემსები სხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოიყვანონ, თუმცა ესეც არ აგვარებს პრობლემას. გარდა ამისა ფერმერების უმრავლესობა ცხვარს არ წველის, რადგან მწველავებიც არ არიან. 500 სული ცხვრისგან რძის მისაღებად, როგორც მინიმუმ 10 მწველავია საჭირო. წველა კი თავის მხრივ რთული სამუშაოა. ერთი ცხვრისგან ნახევარი ლიტრი რძის მიღება შეიძლება.

სოფელ ფარავნის მკვიდრის სიტყვებით საჭიროა ვაქცინაცია, ჰიგიენის დაცვა, წონისა და ხორცის ხარისხის გასაუმჯობესებლად კი საჭიროა პირუტყვის რაციონში მარცვლეული კულტურის შეტანა.

ყოველწლიურად სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამით „ცხოველების ჯანმრთელობის დაცვა“ შინაური ცხოველების აცრებსა და რეგისტრაციის იდენტიფიკაციას ატარებს. იმუნიზაცია უფასოდ ტარდება.

ფერმერების განათლება ექსპერტის აზრით ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. იმის გამო, რომ ფერმერების 47%-ს არ აქვს პროფესიული განათლება ამ სფეროში, მათ არ აქვთ გრანტის მოგებისა და საქმიანობის განვითარებისთვის სესხის აღების  შესაძლებლობა. არსებობს სხვა პრობლემებიც, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და ფინანსები.

მეცხვარეობის პრობლემებიდან ერთ-ერთი საქართველოში, როგორც აღნიშნა საქართველოს მეცხვარეობის ასოციაციის თავმჯდომარის ბექა გონიაშვილს განცხადებით. ეს არის სამუშაო ძალა, არ არიან მწყემსები. მეორე ეს არის ცოდნა და ტექნოლოგიებზე წვდომა და მესამე და მთავარი პრობლემა ეს არის საძოვრები. ფერმერების უმეტესობას საძოვარი არ აქვს და ქირაობა უწევთ. „ამჟამად დაიწყო საძოვრებზე ხელმისაწვდმოი პროგრამა, რომელიც ცემი აზრით სიტუაციას გააუმჯობესებს. თუმცა აქაც არის ბევრი ხარისხი, მაგრამ იმედია მალე გამოსწორდება.“


ცხვრების რაოდენობა არ იცვლება, რადგან დამოკიდებულია საძოვრებზე. თუ არ არის საძოვარი, პირუტყვსაც ვერ გაამრავლებ. წელს ექსპორტზე ნაკლები ცხვარია გასული, თუმცა სხვა წლებთან შედარებით უფრო მაღალია მათი რაოდენობა, სამწუხაროდ, ზუსტი მონაცემები არ არსებობს.

დაბალი ექსპორტი გამოიწვია დაბალმა ფასებმა და დოლარის კურსის დაცემამ. ძირითადად ექსპორტზე გადის ცოცხალი ცხვარი და ხორცი, და ცოტა მატყლი. ძირითადად გადის არაბულ ქვეყნებში, მაგალითად, კატარში, ქუვეიტში, იორდანიაშ, საუდის არაბეთში და ყველაზე დიდი ექსპორტიორია აზერბაიჯანი წელს.


„ფასები კურსის ცვლილებებზეა დამოკიდებული და ძალიან დაბალია. ყველაზე მაღალი ფასი ცხვრის ყველს აქვს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოება დაბალია, დანარჩენი პროდუქცია იაფია. რაც შეეხება მატყლს, ფასების დაცემის შემდეგ ამჟამად ფერმერები მატყლს ყრიან ან წვავენ, რადგან ის მათ არ სჭირდებათ.

საქართველოში გავრცელებულლია თუშური ან/და იმერული ცხვარი. დიდ ნაწილს აქვს თუშური ცხვარი, რომელიც შედარებით დაბალპროდუქტიულია, თუმცა უფრო მდგრადია და დიდხანს შეუძლია სიარული, ასევე თვითგამოკვება. „აუცილებელია სხვადასხვა ჯიშების შემოყვანა და გამოცდა“ – ამბობს ბექა გონიაშვილი.

 „მეცხვარეობისთვის არ არსებობს სპეციალური სახელმწიფო პროგრამები. არის მხოლოდ იაფი აგროსესხი, რომელიც ფერმის ასაშენებლად ან რემონტისთვის, ან სანაშენე ცხვრის შემოსაყვანად შეგიძლიათ აიღოთ. პირველ რიგში ქვეყანას სჭირდება ცოდნა და განათლება შემდეგ უვე ტექნოლოგიები.“

ფერმერმა უნდა გაიგოს თუ როგორ უნდა გახადოს უფრო მეტად პროდუქტიული თავისი პირუტყვი. გარანტირებული რაიმე ნაბიჯი არ არსებობს, ამ ყველაფრის სატესტო რეჟიმში გამოცდაა საჭირო, რათა განისაზღვროს თუ როგორ უნდა ვიმუშავოთ.

 

ევროკავშირში გაყვანა არ ხდება, რადგან იგი არ იღებს საქართველოსგან ცხოველური წარმოშობის პროდუქტს. თუმცა 2027 წლისთვის იგეგმება გარკვეული რეგულაციების შექმნა, რის შემდეგაც ევროკავშირი განიხილავს და შესაძლოა დაგვიშვას თავის ბაზარზე.

ახალ ტექნოლოგიებსა და სტანდარტებზე ისეთ მაღალმთიან რეგიონებში, როგორიცაა ნინოწმინდა, ჯერ-ჯერობით არ ფიქრობენ. დღეს მათთვის მთავარი ისაა, თუ როგორ შეინახონ ოჯახი. ერთადერთი იმედი მეცხვარეობაა. ეს ცხოველები მთის მკაცრ გარემოს მიჩვეულნი არიან და ძალიან გამძლეები არიან. ახლა მთავარია, რომ ფერმერებიც იყვნენ ადაპტირებულნი თანამედროვე გამოწვევებზე, სხვაგვარად ბაზარზე გასვლა სულ უფრო გართულდება.