ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებას მოსახლეობა ბევრი სოციალური პრობლემიკს წინაშე დგას. ერთ-ერთი მათგანია – სოფლის მთავარი გზის სავალალო მდგომარეობა.
ზამთარში, როდესაც მადატაფას ტბის ზედაპირი იყინება, მოსახლეობა ჟდანოვი-სამების 3 კმ-იანი ძირითადი გზის გავლის მაგივრად, ამავე მანძილს გაყინული ტბის მეშვეობით 2 ჯერ ნაკლები დროით კვეთს. მიუხედავად იმისა, რომ ტბაზე ავტმობილით გავლა არასტაბილური ამინდის პირობებში სახიფათოა, მოსახლეობის აზრით, ეს საუკეთესო გზაა სამებამდე მისასვლელად.
“ზღაპარია ეს ყველაფერი: ასფალტიც და ყველაფერიც. მთავარი პრობლემა – გზაა, რაც უკვე დიდი ხანია არ გვარდება.” – ამბობენ სოფელ სამების მკვიდრნი.
დეტალები აუდიო-ჩანაწერში.
ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, ჟდანოვი-სამების გზის სარეაბილიტაციოდ არსებობს პროექტი, თუმცა ასფალტირება 2023 წლისთვის არ იგეგმება, არასაკმარისი ფინანსების გამო.
რადიო NOR-თან საუბრისას მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის უფროსმა, საიათ მკოიანმა განაცხადა: “ამჟამად გზის სამშენებლო სამუშაოების დასაფინანსებლად თანხა არ არის. თუ წელს თანხა მოინახა, შესაძლოა, დავიწყოთ ასფალტირება, თუმცა ის არ იქნება დასრულებული.”