ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენად აღიარეს, ხოლო საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის საუკეთესო ქართულ ნაკრებად – გამოკითხვა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ჩაატარა, რომლის შედეგებიც „აქსის თაუერში“ გამართულ დაჯილდოებაზე გამოაცხადეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ 2022 წელს საქართველოს ნაკრებში დიდი როლი ითამაშა, „ჯვაროსნებმა“ კი 2022 წელს ერთა ლიგა მოიგეს და „ბ“ დივიზიონში დაწინაურდნენ. ზაფხულში „ნაპოლიში“ გადასული კვარაცხელია იტალიური კლუბების მწვრთნელებმა გამოკითხვაში სერია „ა“-ს პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამარჯვებული მცირე უპირატესობით გახდა – „ჯვაროსნებმა“ ერთი ქულით აჯობეს მორაგბეთა ეროვნულ გუნდს, რომელმაც არსებობის ისტორიაში პირველად დაამარცხა ტიერ 1-ის ნაკრებები – ჯერ იტალია, შემდეგ კი უელსი და დაამტკიცა, რომ ელიტაში თამაშს თავადაც იმსახურებს.