რა სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს ჯავახეთში ფერმერებისთვის

რა სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს ჯავახეთში ფერმერებისთვის

რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნინოწმინდაში ამჟამად ერთადერთი პროგრამა, შეღავათიანი აგრო-სესხი მოქმედებს.

პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და პროდუქტის შენახვის პროცესების გაუმჯობესებაა. სახელმწიფო ფერმერს აწვდის 4 წლიან სესხს, რომლის საპროცენტო განაკვეთიც წლიურად 11%-ს შეადგენს. სესხის თანხა შეიძლება იყოს 20 ათასიდან 1.5 მილიონ ლარამდე.

აგროსესხები გაიცემა კომერციული ბანკებისა და სხვა საფინანსო დაწესებულებების მიერ, რომლებიც “შეღავათიანი აგრარული სესხის” პროგრამაში

პროგრამის ფარგლებში, სესხები გაიცემა ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნის, არსებული საწარმოების გაფართოების, არსებული საწარმოების მოდერნიზაციის ან რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად შემდეგი მიზნებისათვის:

  • ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება
  • ხილის, ბოსტნეულისა და კენკრის გადამუშავება
  • სასაკლაოები
  • მეფუთკრეობის პროდუქტების გადამუშავება
  • ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვების წარმოება
  • ორგანული სასუქის წარმოება
  • აგრო პროდუქტის შესანახი საწყობი
  • მარცვლეულის საშრობები
  • ცხოველების ფერმა
  • ფრინველების ფერმა

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აღნიშნულის გარდა, მოქმედებდა კომბაინის შეძენის პროგრამა, თუმცა განაცხადების შეტანის ვადა უკვე დასრულებულია.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მოსავლის აღების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფერმერებს კომბაინის შეძენის შესაძლებლობა მიეცათ. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლოთ ფიზიკურ პირებს, იურიდიულ ორგანიზაციებს და კოოპერატივებს. პროგრამის მიხედვით, კომბაინის შეძენის შემთხვევაში სახელმწიფო გადაიხდიდა ღირებულების 40%, არაუმეტეს 200 000 ლარისა, აგრეგატების შემთხვევაში ასევე ფინანსდებოდა 40%, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარისა.