ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის მთავარი გზა თოვლისგან დასუთავებას საჭიროებს.
რამდენიმე დღეა, რაც თოვლითაა დაფარული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი და საქართველოს სხვა რეგიონებიც, რის გამოც გზების დიდ ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია და აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
სოფელი ეფრემოვკა სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან მიმავალ მთავარ გზატკეცილთან მდებარეობს. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლის მთავარ შიდა გზაზე გავლა რთულია. დიდთოვლობის გარდა, მუნიციპალიტეტის ამ ნაწილში ხშირია ძლიერი ქარი, რომელსაც დასუფთავებულ გზაზე კვლავ გადმოაქვს თოვლი. “მანქანით გადაადგილება რთულია, რადგან მოძრაობა ამჟამად ერთმხრივია. ამას წინათ ვუთხარით სოფლის წარმომადგენელს, მოიყვანეს ტექნიკა და ორი დღის წინ გაასუფთავეს გზა. ახლა ქარმა თოვლი ისევ გადმოიტანა გზაზე.” – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში იციან პრობლემის შესახებ და ახლა მოსახლეობა ელოდება გზის გასუფთავებას.
გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინაეობს. რამდენიმე დღის წინ სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან მიმავალ გზაზე ქარ-ბუქი იყო. აღსანიშნავია, რომ შესაბამისმა ტექნიკამ გზის ეს მონაკვეთი გაასუფთავა, თუმცა თოვლთან ერთად სოფელ ჟდანოვში მდებარე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერიც მოიხსნა.
დამონტაჟდება თუ არა მის ნაცვლად სხვა ბარიერი, რადიო NOR-ი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში არკვევს.