ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ღამის განათების გაყვანის სამუშაოები გრძელდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ღამის განათების გაყვანის სამუშაოები გრძელდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში მერის ანივარდ მოსოიანის ხელმძღვანელობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრაზე განიხილეს როგორც ქალაქის, ასევე სოფლების გარე განათების საკითხი. სხდომას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები ალექსანდრე მიქელაძე და არმენ ბდოიანი, ინფრსატრუქტურის სამსახურის უფროსი – არმენ ბდოიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვაჰან აროიანი.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში ღამის განათების წერტილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მაინც არის ქუჩები, სადაც განათება არ არის. სოფლების წარმომადგენლებმა ჩამოთვალეს, თუ რომელ სოფელში რამდენი ლამპიონის დადგმაა საჭირო.

არმენ ბდოიანის სიტყვებით, პროექტის თანხა წარმოდგენილი რაოდენობის გათვალისწინებით, დაახლოებით 800 000 ლარი იქნება.

დაწვრილებით ამის შესახებ ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი საუბრობს.

Radio NOR · В Ниноцминдском муниципалитете продолжается работа по ночному освещению улиц населенных пунктов